Thumbnail

ნახეთ: ნიკ ქეივმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა Euthanasia შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა საკონცერტო ფილმიდან IDIOT PRAYER: Nick Cave Alone at Alexandra Palace მორიგი ნაწყვეტი გაავრცელა. ის თავის აქამდე გამოუქვეყნებელ კომპოზიციას Euthanasia ცოცხლად მღერის. ნამუშევარი მიმდინარე წლის ივნისში ლონდონში მდებარე Alexandra Palace-შია გადაღებული, სადაც ქეივმა თავისი სიმღერები ცარიელ დარბაზში შეასრულა.

ნიკ ქეივი: "ანონიმური ნარკომომხმარებლების" დახმარების გარეშე ვერ გადავრჩებოდი

ნიკ ქეივი განმარტავს, რას ნიშნავს მისთვის თავისუფლება

ნახეთ: ნიკ ქეივმა კორდენის შოუში T. Rex-ის კომპოზიცია Cosmic Dancer შეასრულა

საკონცერტო ფილმის ჩვენება მსოფლიოს სხვადასხვა კინოთეატრში 5 ნოემბერს გაიმართება. ქეივმა პროექტის ფარგლებში სულ 22 კომპოზიცია შეასრულა.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული