Thumbnail

ნახეთ: Rammstein სტუდიაში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა გერმანულმა ჯგუფმა Rammstein ინსტაგრამის გვერდზე სტუდიაში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ახალ ალბომზე მუშაობის პროცესია ასახული. კადრებში ბენდის დრამერი, კრისტოფ შნაიდერი საკუთარ პარტიას უკრავს.

ნახეთ: Rammstein სტუდიაში დაბრუნდა და ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა

ნახეთ: Rammstein-მა ბოლო ალბომის ფოტოსესიაზე მუშაობის ამსახველი ვიდეო გაავრცელა

"სამწუხაროდ, წელს ტურნე არ გვაქვს, თუმცა, სტუდიაში დაბრუნება არაჩვეულებრივია", - წერს ბენდი პოსტის აღწერაში.

"რამშტაინმა" ახალ ალბომზე მუშაობა ახლახან დაიწყო. კოლექტივის წევრები საფრანგეთში, კერძოდ კი სენ-რემი დე პროვანსში, სტუდიაში La Fabrique იმყოფებიან. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ჯგუფმა თავისი ბოლო ალბომი Rammstein ჩაწერა.

"რამშტაინი" ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა, 1995 წელს კი მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Herzeleid გაავრცელეს. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა, ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika.

კომენტარები

ბოლოს დამატებული