Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა SNL-ში კომპოზიციები Holy და Lonely შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი პოპულარულ ამერიკულ სატელევიზიო შოუს Saturday Night Live ესტუმრა. მუსიკოსმა გადაცემაში კომპოზიციები Holy და Lonely ჩიკაგოელ ჰიპ ჰოპ არტისტ Chance The Rapper-თან და ცნობილ პროდიუსერთან, ბენი ბლანკოსთან ერთად შეასრულა.

► ჯასტინ ბიბერი ფანებს აკრიტიკებს, რომლებიც მუდმივად სახლთან ელოდებიან

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული