Thumbnail

Cardi B: ბავშვები მიმითითებენ, როგორ ვიცხოვრო, თითქოს არიანა გრანდე ვიყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ ტვიტერის ანგარიში მას შემდეგ გააუქმა, რაც ის თაყვანისმცემლებმა ქმართან, რეპერ Offset-თან მორიგი შერიგების გამო გააკრიტიკეს. როგორც მუსიკოსმა ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, თავის მართლების რეჟიმში ყოფნამ დაღალა. ინტერნეტმომხმარებლებს არ გამოჰპარვიათ, რომ ქარდიმ საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრისას პოპვარსკვლავი არიანა გრანდე ახსენა.

Cardi B განმარტავს, რატომ გადაიფიქრა Offset-თან განქორწინება

Cardi B-მ განმარტა, როგორ გააზიარა შემთხვევით თავისი შიშველი ფოტო

"15 წლის მოზარდები მასწავლიან, როგორ უნდა ვიცხოვრო. თითქოს არიანა გრანდე ვიყო, ან ვიღაც "დისნეიდან" მოსული. დავიღალე, რომ თქვენთან გამუდმებით თავის მართლება მიწევს".

რეპერისვე თქმით, მისი თაყვანისმცემლები ოფსეტსაც აწუხებენ.

"ოფსეტის წყობიდან გამოყვანა გინდათ. მე თუ არ მაქვს მასთან პრობლემა, თქვენ რატომ აწუხებთ ტვიტერზე? ძალიან დავიღალე. რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. ჩემი ფანები მიყვარს, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებთ, მაგრამ ზოგიერთი ისე იქცევით, თითქოს თქვენთან ვიწვე. ოფსეტი არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელთან გამკლავებაც მიწევს. სიმართლე ითქვას, ჩემი ქორწინება უკანასკნელია, რაზეც ახლა ვნერვიულობ", - აღნიშნა ქარდიმ.

არიანა გრანდეს ხსენებამ მომღერლის თაყვანისმცემლები გაანაწყენა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს თავად არიანა გახდა კრიტიკის ობიექტი, როცა გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაში ქარდის გამარჯვების შემდეგ ტვიტების სერია გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში ჯერ - "ჯანდაბა", შემდეგ კი "თრეში" დაწერა. ინტერნეტმომხმარებლებმა ჩათვალეს, რომ მან ქარდის გამარჯვება გააპროტესტა, რადგანაც ამ ნომინაციაში გრანდეს ყოფილი შეყვარებული, გარდაცვლილი მუსიკოსი, მაკ მილერი იყო წარდგენილი. მოგვიანებით არიანამ აღნიშნული ტვიტები წაშალა და განაცხადა, რომ ისინი ქარდის არ შეეხებოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული