Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, მიქეილა სტრაუსმა, ფსევდონიმით King Princess, ახალი კომპოზიცია Only Time Makes It Human და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ეს პირველი სინგლია, რომელიც არტისტმა სადებიუტო ალბომის Cheap Queen დელუქს ვერსიის გამოცემის შემდეგ გამოაქვეყნა.

ნახეთ: King Princess მუსიკალურ გადაცემაში Tiny Desk Concert

21 წლის არტისტმა სადებიუტო სინგლი "1950" 2018 წლის თებერვალში გამოუშვა. კომპოზიციამ მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა. მიქეილას თქმით, მისი სიმღერები ძირითადად ლესბოსურ სიყვარულსა და ამ თემის ირგვლივ არსებულ სტიგმებს ეხება. მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Cheap Queen მიმდინარე წლის ოქტომბერში გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული