Thumbnail

Fifth Harmony-ს ელი ბრუკმა განმარტა, რატომ ამბობს უარს ქორწინებამდე სექსზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკული ჯგუფის, Fifth Harmony-ს ყოფილმა წევრმა, 27 წლის ელი ბრუკმა გამოცემასთან TMZ ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქორწინებამდე სექსი არ ექნება. მან აგრეთვე განმარტა, რა სირთულეები ახლავს მის ამ გადაწყვეტილებას.

"მომენტებში ეს ნამდვილად რთულია, მაგრამ უნდა იყო ძლიერი და გაიხსენო, რატომ გადაწყვიტე ასე, რა არის შენი მიზანი. ეს მარათონივითაა - ვცდილობ, ჩემი თავი ფინალში წარმოვიდგინო, რადგან მიმაჩნია, რომ მოვა დრო, როცა ჩემი მოთმინება ნაყოფს გამოიღებს. მიხარია, რომ შემიძლია, თაყვანისმცემლებს ამ თემაზე გულახდილად ვესაუბრო. ჩემი გადაწყვეტილება მომწონს, რადგანაც კვლავ შემიძლია, ჩემს კლიპებში ვიკეკლუცო, ვიყო მხიარული და სექსუალური. ტექსტებში ცოტა შეზღუდული ვარ, რადგან არის გარკვეული მონაკვეთები, რომელთა შეცვლა მიწევს ხოლმე. მაგრამ კარგია იმის გააზრება, რომ მაქვს საშუალება, ვიყო ის, ვინც მინდა, რომ ვიყო. მიხარია, რომ მარტო არ ვარ და სხვა ქალებიც მიჭერენ მხარს.

თუ იზიარებთ ჩემს არჩევანს, ბოლომდე მიჰყევით მას. გახსოვდეთ, რატომ გადაწყვიტეთ ეს და იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ ის ადგას ამ გზას. იცოდე, რომ მეც აქ ვარ, რომ ძალა მოგცე და გითხრა - არ გატყდე! ვიცი, ეს რთულია, მაგრამ ამას შეძლებ," - ამბობს მუსიკოსი.

ელი ბრუკის თქმით, თავადაც იმ ქალებმა გააძლიერეს, რომლებმაც ცხოვრებაში იგივე არჩევანი გააკეთეს. არტისტმა ისეთი მომღერლები გამოყო, როგორებიც არიან ამერიკელი მომღერლები, ჯორდინ სპარკსი და ჯესიკა სიმფსონი.

"საოცარი იყო იმის გაგება, რომ მარტო არ ვარ. სხვა ქალები მმატებენ თავდაჯერებას", - აღნიშნა მან.

ელი ბრუკი საზოგადოებამ სატელევიზიო პროექტის The X Factor ფარგლებში ჩამოყალიბებული გოგონათა ჯგუფიდან Fifth Harmony გაიცნო, რომელშიც პოპულარული მომღერალი, კამილა კაბეიოც წევრიანდებოდა. 2017 წელს ელიმ სოლო კარიერა დაიწყო, როცა ამერიკელ რეპერ ASAP Ferg-ისთან ერთად ელექტრონული პროექტის Lost Kings ტრეკში Look at Us Now მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ გოგონამ სინგლი Perfect გაავრცელა DJ Topic-თან თანამშრომლობით. მუსიკოსი სადებიუტო სოლო ალბომის გამოშვებას 2021 წელს გეგმავს, რომლიდანაც უკვე გაავრცელა რეპერ Tyga-სთან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია Low Key.

კომენტარები

ბოლოს დამატებული