Thumbnail

მოუსმინეთ: Autechre ახალ ალბომს SIGN ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ინგლისურმა ელექტრონულმა დუეტმა Autechre ახალი, რიგით მეთოთხმეტე ალბომი SIGN გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი, რომელიც მუსიკოსებმა ცნობილ ბრიტანულ ლეიბლზე Warp გამოსცეს, 11 კომპოზიციას აერთიანებს.

მოუსმინეთ: Autechre შვიდი კონცერტის ლაივჩანაწერებს ავრცელებს

Autechre რობ ბრაუნმა და შონ ბუთმა 1987 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Nil და Bike მოუტანა. 2018 წელს არტისტებმა თაყვანისცემლებს რიგით მე-13 სტუდიური ალბომი NTS Sessions 1–4 შესთავაზეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული