Thumbnail

მოუსმინეთ: T.I. ალბომს The L.I.B.R.A. ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კლიფორდ ჰარის უმცროსმა, ფსევდონიმით T.I., გაყიდვაში ახალი ალბომი The L.I.B.R.A. (The Legend Is Back Running Atlanta) ჩაუშვა, რომელიც 20 კომპოზიციას, მათ შორის სინგლებს Ring და Pardon აერთიანებს. რიგით მე-11 სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში თრეფ შემსრულებელმა ისეთ სახელოვან კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: 21 Savage, 42 Dugg, Benny The Butcher, Conway The Machine, Jadakiss, Jeremih, John Legend, Killer Mike, Lil Baby, Rapsody, Rick Ross, Snoop Dogg და Young Thug.

T.I: ჯეი ზის, ქანიე ვესთისა და ლილ უეინის გვერდით მეც უნდა მომიხსენიოთ

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Trap Muzik გახდა. 2000-10 წლებში კლიფორდი კოლეგებთან, გუჩი მეინთან და იანგ ჯიზისთან ერთად ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. ამჟამად თიაი ლეიბლის Grand Hustle Records მფლობელია, რომელშიც 10-ზე მეტი არტისტი წევრიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული