Thumbnail

Cardi B განმარტავს, რატომ გადაიფიქრა Offset-თან განქორწინება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ პირველი კომენტარი გააკეთა რეპერ ოფსეტთან შერიგებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მასთან განქორწინების მოთხოვნით ქარდიმ ერთი თვის წინ სასამართლოს მიმართა.

Cardi B-მ განმარტა, როგორ გააზიარა შემთხვევით თავისი შიშველი ფოტო

მას შემდეგ, რაც ქარდიმ დაბადების დღეზე, 11 ოქტომბერს ოფსეტისგან ძვირადღირებული ავტომობილი Rolls Royce Cullinan მიიღო, მუსიკოსმა ვიდეო ჩაწერა, რომელშიც განმარტავს, რატომ გადაიფიქრა ქმართან დაშორება.

ნახეთ, რა სიურპრიზი მოუწყო დაბადების დღეზე ქარდი ბის ოფსეტმა

"მე, უბრალოდ, შეშლილი ძუკნა ვარ. ერთ დღეს ბედნიერი ვარ, მეორე დღეს კი ოფსეტის ცემა მინდება. ის ძალიან დამაკლდა, როგორც საუკეთესო მეგობარი. უსექსოდ ცხოვრებაც ძალიან რთულია. ჩვენ, უბრალოდ, ტიპური ახალგაზრდა წყვილი ვართ, რომელიც ნაადრევად დაქორწინდა. ისეთი პრობლემები გვაქვს ურთიერთობაში, როგორიც თქვენ. იმავე გზას ვადგავართ", - ამბობს ვიდეოში ქარდი.

ქარდიმ და ოფსეტმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ 2018 წელს საერთო შვილი, ქალჩერი შეეძინათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული