Thumbnail

ცნობილმა კალიფორნიელმა მუსიკოსმა, ტაირონ უილიამსმა, ფსევდონიმით Ty Dolla Sign, ახალი კომპოზიცია By Yourself გაავრცელა. ჩანაწერში ალტერნატიული არენბი და ნეო სოულ შემსრულებელი, ჯენეი აიკო და დასავლეთ სანაპიროს ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი Mustard მონაწილეობენ. სინგლი თაი დოლას მომავალ კოლაბორაციულ ალბომში Featuring Ty Dolla $ign შევა, რომელიც 23 ოქტომბერს გამოიცემა.

ნახეთ: Ty Dolla Sign - Expensive Ft. Nicki Minaj

თაი დოლა საინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. ორი წლის შემდეგ კი კალიფორნიელმა არტისტმა მსმენელს დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი Beach House 3 შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული