Thumbnail

ჯასტინ ბიბერი ფანებს აკრიტიკებს, რომლებიც მუდმივად სახლთან ელოდებიან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ინსტაგრამის სთორიში პოსტი გაავრცელა და ის თაყვანისმცემლები გააკრიტიკა, რომლებიც მუდმივად სახლთან ელოდებიან და აწუხებენ.

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი სიმღერას Lonely და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს

"რატომ გგონიათ, რომ აბსოლუტურად შერაცხმყოფელი და შეუფერებელი საქციელი არ არის ჩემს სახლთან ლოდინი და ყბადაღებული მოშტერება, ასევე, გადაღება იმის, თუ როგორ შევდივარ სახლში. ეს არ არის სასტუმრო, ჩემი სახლია", - წერს ჯასტინი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა ორი დღის წინ გამართულ Billboard Music Awards-ზე ამერიკულ დუეტთან, Dan + Shay-თან ერთად ჩაწერილი ტრეკისთვის 10,000 Hours საუკეთესო ქანთრი კომპოზიციის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული