Thumbnail

მოუსმინეთ: Black Thought სტუდიურ ჩანაწერს Streams Of Thought Vol. 3 ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების The Roots სოლისტი, თარიქ ლუქმან თროთერი, ფსევდონიმით Black Thought, მსმენელს სტუდიური ნამუშევრის Streams Of Thought მესამე ნაწილს Cane And Abel სთავაზობს. ვეტერანი ფილადელფიელის ჩანაწერი 13 კომპოზიციას მოიცავს. გავლენიანმა რეპერმა ნამუშევრის ფარგლებში ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Pusha T, Swizz Beatz, Killer Mike და ScHoolboy Q.

ნახეთ: Black Thought კლიპს Thought vs Everybody ავრცელებს

ნახეთ: Black Thought გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა

ბლექ თოთი ეპოქალური გაერთიანების The Roots ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის კოლექტივის ერთადერთი წევრია, რომელიც რეჩიტატივს კითხულობს. იმის მიუხედავად, რომ რეპერმა კარიერა 1987 წელს დაიწყო, პირველი სოლო EP სახელწოდებით Streams Of Thought Vol. 1 მხოლოდ 2018 წელს გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული