Thumbnail

მოუსმინეთ: ქეთი მელუა ახალ ალბომს Album No. 8 ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსმა, ქეთი მელუამ ალბომი Album No. 8 გამოუშვა. ჩანაწერში აქამდე გავრცელებულ ნამუშევრებთან A Love Like That, Leaving the Mountain, Your Longing Is Gone და Airtime ერთად ექვსი ახალი კომპოზიციაა წარმოდგენილი. ქეთიმ სიმღერების საორკესტრო არანჟირებები თბილისში, სტუდია Lenø Records-ში ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ 36 წლის არტისტმა ტრეკზე Your Longing Is Gone კლიპი მშობლიურ აჭარაში გადაიღო.

► ნახეთ: ქეთი მელუა აჭარაში გადაღებულ კლიპს Your Longing Is Gone ავრცელებს

ეს პირველი ორიგინალური კომპოზიციებისგან შემდგარი ნამუშევარია, რომელიც ქეთიმ 2016 წელს გავრცელებული In Winter-ის შემდეგ გამოუშვა.

მომღერალმა კარიერა 2003 წელს დაიწყო. ქეთი ორი Echo Awards-ის (გერმანიის გრემად წოდებული მუსიკალური ჯილდო) მფლობელია. პოპვარსკვლავს 11 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. 2006 წელს ჩრდილოეთის ზღვის ქვეშ 303 მეტრის სიღრმეზე ჩატარებული სოლო კონცერტისთვის მელუა გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული