Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი სიმღერას Lonely და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი და ამერიკელი პროდიუსერი, ბენი ბლანკო ახალ კომპოზიციას Lonely და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. რეჟისორ ჯეიკ შრაიერის ნამუშევარში 14 წლის ამერიკელი მსახიობი, ჯეიკობ თრემბლი მონაწილეობს, რომელიც თინეიჯერ ჯასტინს განასახიერებს. ჩანაწერის შექმნაში მონაწილეობა აგრეთვე მიიღო ამერიკელმა მუსიკოსმა, ფინიას ო’კონელმა.

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი იტალიური Vogue-ის ფოტოსესიაში

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა და Quavo-მ კომპოზიცია Intentions შეასრულეს

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი კლიპზე Holy მუშაობის კადრებს ავრცელებს

"როცა ბლანკომ და ფინიასმა ეს სიმღერა შემომთავაზეს, მისი მოსმენა გამიჭირდა, რადგანაც თვალწინ დამიდგა, როგორი რთული იყო ჩემთვის ამ გზის გავლა. სტუდიაში მუშაობაც არ ყოფილა მარტივი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი ისტორიის მოყოლა. ეს დამეხმარა გამეაზრებინა, რომ ზოგჯერ ყველას გვეუფლება მარტოსულობის შეგრძნება. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, ცნობილმა ადამიანმა ღიად ისაუბროს იმაზე, თუ რამდენად დაუცველად გრძნობს თავს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ამ სიმღერას დიდი ძალა აქვს", - წერს ჯასტინი ინსტაგრამზე.

ეს ჯასტინის და ბლანკოს პირველი თანამშრომლობა არ არის. პროდიუსერმა 2015 წელს მომღერლის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში Purpose შესულ კომპოზიციაზე Love Yourself იმუშავა.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო.150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული