Thumbnail
ფოტო: Tbilisi Underground

ქართული ბლექ მეტალ ჯგუფი Psychonaut 4 ახალ კომპოზიციას "მტ(ვ)ერი" (Dust, The Enemy) და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეოთხე ალბომში "სულდაცემა" (Beautyfall) შევა, რომელიც 31 ოქტომბერს ავსტრიულ ლეიბლზე Talheim Records გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი კოკა ქიტია გახლავთ.

Psychonaut 4 თბილისში 2010 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Have a Nice Trip გაავრცელეს. მუსიკოსებს ამ დრომდე სამი სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოქვეყნებული. კოლექტივი ავსტრიულ ლეიბლთან Talheim Records თანამშრომლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული