Thumbnail

მოუსმინეთ: Statik Selektah-ს კომპოზიციაში Nas და Joey Badass მონაწილეობენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა ჰიპ ჰოპ პროდიუსერმა, პატრიკ ბევერლმა, ფსევდონიმით Statik Selektah, ახალი კომპოზიცია Keep It Moving გამოაქვეყნა. ვეტერანი მუსიკოსის ჩანაწერში ნიუ იორკული რეპის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ეპოქალური ნასირ ჯოუნსი და ახალგაზრდა ჯოუი ბადასი მონაწილეობენ. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი სთათიქ სელექთა გახლავთ.

პატრიკმა მუსიკალური მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. მისი მთავარი შთაგონების წყარო ლეგენდარული დიჯეი პრემიერი გახლავთ. პროდიუსერმა სახელი 2000-იანების დასაწყისში გაითქვა. სთათიქ სელექთას დისკოგრაფია არაერთ ცნობილ კოლეგასთან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ ნამუშევრებს ითვლის. არტისტმა მსმენელს დღემდე 8 სოლო ალბომი შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული