Thumbnail

Cardi B-მ განმარტა, როგორ გააზიარა შემთხვევით თავისი შიშველი ფოტო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ ინსტაგრამის სთორიში თავისი შიშველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მალევე წაშალა და განმარტების გასაკეთებლად ლაივში ჩაერთო. მისი თქმით, სურათს ქმარს, რეპერ Offset-ს უგზავნიდა, თუმცა, შემთხვევით გამოქვეყნებას დააჭირა.

Cardi B-ს ჰიტი WAP 2021 წლის გრემიზე ნომინირებული არ იქნება

ნახეთ, რა სიურპრიზი მოუწყო დაბადების დღეზე ქარდი ბის ოფსეტმა

"საწოლში ვიწექი და ოფსეტს ველაპარაკებოდი. ტუჩი დავიზიანე და კამერაში რომ შევხედე, ცოტა შესიებული მქონდა. ფოტო გადავიღე, რომ მისთვის მეჩვენებინა, გაგზავნას დავაჭირე და რას ვხედავ - სურათი საჯაროდ იტვირთება. გავკიოდი - ღმერთო, სადაცაა ფოტო გამოქვეყნდება-მეთქი. ტელეფონი გამოვრთე იმედით, რომ არ დაიპოსტებოდა. ოფსეტს დავუკავშირდი და ვთხოვე, ენახა, თუ შეწყდა ატვირთვა. მან კი მითხრა, რომ სურათი უკვე გამოქვეყნებული იყო. მანამ მობილურს ჩავრთავდი, კადრი უკვე ყველას ჰქონდა ნანახი. თავიდან გავბრაზდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მომხდარისთვის დიდი ყურადღება არ უნდა მიმექცია, რადგან მკერდი მანამდეც ბევრჯერ გამომიჩენია", - აღნიშნა მუსიკოსმა.

მანამ ქარდი დეტალურ განმარტებას გააკეთებდა, ტვიტერზე ხმოვანი ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს:

"ღმერთო, რატომ გამაჩინე ასეთი სულელი და ზოზინა? რატომ, რატომ, რატომ? არა, ამისთვის თავს არ გამოვილანძღავ. წავალ, ვისაუზმებ და შემდეგ გასართობად წავალ, რომ მომხდარზე არ ვიფიქრო. რაც იყო, იყო. ასეთები ხდება ხოლმე. ჯანდაბას, ეს პირველი შემთხვევაც კი არ არის. მე ხომ წარსულში სტრიპტიზიორი ვიყავი, ასე რომ, ამას მნიშვნელობა არ აქვს".

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული