Thumbnail

ნახეთ: ალიშა ქისმა ბილბორდის დაჯილდოებაზე სიმღერა Love Looks Better შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

15 გრემის მფლობელმა მუსიკოსმა, ალიშა ქისმა ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გამართულ Billboard Music Awards-ზე კომპოზიცია Love Looks Better შეასრულა. სინგლი არტისტის ბოლო ალბომში ALICIA შედის, რომელიც 18 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ნახეთ: Alicia Keys და SiR სიმღერას Three Hour Drive ასრულებენ

მოუსმინეთ: ალიშა ქისი ახალ ალბომს ALICIA ავრცელებს

ალიშამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs In A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin' გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Time-მა ქისი 2005 და 2017 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული