Thumbnail

ნახეთ: Oneohtrix Point Never კომპოზიციის Long Road Home კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა ელექტრონულმა მუსიკოსმა Oneohtrix Point Never კომპოზიციაზე Long Road Home გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის რიგით მეცხრე ალბომში Magic Oneohtrix Point Never იქნება წარმოდგენილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამოიცემა. ვიზუალურ ნამუშევარზე რეჟისორებმა, ჩარლი ფოქსმა და ემილი შუბერტმა იმუშავეს.

მოუსმინეთ: Oneohtrix Point Never - Cross Talk I | Auto & Allo | Long Road Home

დენიელ ლოპატინმა, სასცენო სახელით Oneohtrix Point Never, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მან სახელი 2009 წლის ალბომით Rifts გაითქვა. მას შემდეგ არტისტი სხვადასხვა სტილისა და ჟღერადობის მუსიკას ქმნის, რომელიც რეგულარულად გამოიცემა ბრიტანულ ლეიბლზე Warp Records.

კომენტარები

ბოლოს დამატებული