Thumbnail

ნახეთ: Lil Xan-ს იარაღით მუქარის გამო სასამართლოში უჩივლეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

24 წლის კალიფორნიელ რეპერს, ნიკოლას დიეგო ლიანოსს, ფსევდონიმით Lil Xan, სასამართლოში უჩივლეს. მამაკაცი, სახელად ენტონი სანჩესი მუსიკოსს იარაღით მუქარაში ადანაშაულებს.

Lil Xan: მომწონს, რასაც ტეკაში აკეთებს, სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მასთან

ინციდენტი 2019 წლის 7 ივნისს ლოს ანჯელესში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. გამოცემამ TMZ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა, რომელიც თავად ენტონი სანჩესმა გადაიღო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ლილ ქსანი სანჩესს ცეცხლსასროლ იარაღს უმიზნებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილის დასატოვებლად საკუთარ ავტომანქანაში ჯდება.

სანჩესი აცხადებს, რომ განცდილი შიშისგან ემოციური სტრესი მიიღო და რეპერს იარაღით მუქარისთვის სასამართლოში უჩივის. მისი განმარტებით, ლილ ქსანთან გასასაუბრებლად ამ უკანასკნელის მიერ ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, თუფაქ შაკურის შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო მივიდა, რასაც მათ შორის შელაპარაკება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ლილ ქსანმა თუფაქის მუსიკას მოსაწყენი უწოდა, რის გამოც არაერთი ადამიანის კრიტიკა და რისხვა დაიმსახურა.

რეპერი გავრცელებულ ვიდეომასალას შარშან, მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იარაღი თავის დასაცავად ამოიღო, რადგან უცნობი მამაკაცი მას თუფაქის შესახებ ნათქვამი ფრაზის გამო ემუქრებოდა.

► Lil Xan კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პანიკური შეტევით საავადმყოფოში მოხვდა

ნიკოლას დიეგო ლიანოსმა მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Betrayed მოუტანა, რომელმაც პლატინის სტატუსი მოიპოვა. მუსიკოსს ამ დროისთვის ერთი სტუდიური ალბომი Total Xanarchy აქვს გამოცემული. კარიერის განმავლობაში მას ისეთ არტისტებთან უმუშავია, როგორებიც არიან: Diplo, 2 Chainz, Charli XCX და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული