Thumbnail

ცნობილი სამხრეთელი რეპერი, კლიფორდ ჰარის უმცროსი, ფსევდონიმით T.I., განაგრძობს მომავალი ალბომის The L.I.B.R.A. (Legend Is Back Running Atlanta) პრომოუშენს და მსმენელს მორიგ სინგლს Pardon სთავაზობს. ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტის ჩანაწერში მისი ახალგაზრდა ატლანტელი კოლეგა, ლილ ბეიბი მონაწილეობს. კლიფორდის რიგით მე-11 სტუდიური ნამუშევარი 16 ოქტომბერს გამოიცემა.

ნახეთ: T.I. და Young Thug კლიპში Ring

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Trap Muzik გახდა. 2000-10 წლებში კლიფორდი კოლეგებთან, გუჩი მეინთან და იანგ ჯიზისთან ერთად ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. ამჟამად თიაი ლეიბლის Grand Hustle Records მფლობელია, რომელშიც 10-ზე მეტი არტისტი წევრიანდება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული