Thumbnail

ირლანდიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რეჯი სნოუმ ახალი კომპოზიცია Mirrors გამოაქვეყნა. რეპერის ჩანაწერში ჩიკაგოელი მუსიკოსი Cam O'bi და კალიფორნიელი მომღერალი Snoh Aalegra მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი კი Dee Lilly გახლავთ.

ნახეთ: Rejjie Snow - Cookie Chips Ft. MF DOOM x Cam O'bi

რეჯი ირლანდიაში დაიბადა, 18 წლის ასაკში კი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მისი მუსიკალური მოღვაწეობა სწორედ ამ პერიოდში, 2012 წელს იწყება. სნოუს დისკოგრაფიაში 2018 წლის სადებიუტო ალბომი Dear Annie, ერთი მიქსტეიპი და სამი EP ერთიანდება. მისი შესრულების სტილი მშვიდი და რბილი მანერით ხასიათდება. 2016 წელს მუსიკოსი ფესტივალის Tbilisi Open Air ფარგლებში თბილისს ესტუმრა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული