Thumbnail

BTS-ის ჯეი-ჰოუპი განმარტავს, რა მოსწონს ყველაზე მეტად თავის თაყვანისმცემლებში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების Billboard Music Awards მოახლოებასთან დაკავშირებით, გამოცემა "ბილბორდმა" ცერემონიის მონაწილე ჯგუფთან, პოპულარულ სამხრეთკორეულ ბოიბენდ BTS-თან ინტერვიუ ჩაწერა. ბიჭებს ჰკითხეს, რა მოსწონთ ყველაზე მეტად თავიანთ ერთგულ თაყვანისმცემლებში, რომლებიც "არმის" სახელით არიან ცნობილი. პასუხად კოლექტივის წევრმა, ჯეი-ჰოუპმა აღნიშნა:

კორეელი პოლიტიკოსები BTS-ის წევრების ჯარიდან გათავისუფლებას ითხოვენ

"მათი ენთუზიაზმი და უპირობო სიყვარული ჩვენ მიმართ".

წელს "ბითიესი" საუკეთესო ჯგუფის და ხალხის არჩევანის კატეგორიებშია წარდგენილი. ბიჭები ცერემონიაზე თავიანთ ახალ ჰიტს Dynamite შეასრულებენ.

ნახეთ: BTS-მა ჯიმი ფელონის შოუში კომპოზიცია Dynamite შეასრულა

BTS და BLACKPINK დაჯილდოების People's Choice Awards ნომინანტები არიან

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული