Thumbnail

ნახეთ: Placebo-მ დოკუმენტური სერიალი Black Market Music Stories გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Placebo-ს რიგით მესამე ალბომის Black Market Music გამოსვლიდან 20 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით ბენდმა ჩანაწერზე მუშაობის ამსახველი დოკუმენტური მინი სერიალი Black Market Music Stories მოამზადა. კოლექტივმა იუთუბის არხზე პირველი ეპიზოდი გაავრცელა.

სერიალის მეორე, მესამე და მეოთხე ეპიზოდების ხილვა ჯგუფის ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ შეგეძლებათ.

Black Market Music ჯგუფმა 2000 წლის 9 ოქტომბერს გამოსცა. ბენდმა ჩანაწერზე მუშაობას 9 თვე მოანდომა. სტუდიურმა ნამუშევარმა გამოსვლისთანავე მსმენელებისა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.

Placebo ლონდონში 1994 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 11 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტებს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად აქვთ ნამუშევარი, როგორებიც არიან: ლეგენდარული დევიდ ბოუი, ცნობილი როკ ბენდის R.E.M ფრონტმენი მაიკლ სტიპი და სხვები. "ფლასიბო" 2015 წელს თბილისშიც იმყოფებოდა, კოლექტივმა Tbilisi Open Air-ის ფარგლებში თბილისის ზღვაზე კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული