Thumbnail

ნახეთ: ბიონსეს შვილმა, ბლუ აივიმ ბებიას ჰელოუინისთვის გრიმი გაუკეთა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბიონსეს დედამ, ბიზნესმენმა და დიზაინერმა, თინა ნოულსმა ინსტაგრამზე ფოტო გაავრცელა და გამომწერებს გაუზიარა, თუ როგორი გრიმი გაუკეთა შვილიშვილმა, 8 წლის ბლუ აივიმ ჰელოუინთან დაკავშირებით. დღესასწაული აშშ-ში 31 ოქტომბერს აღინიშნება - როგორც ჩანს, ნოულსების ოჯახში უკვე აქტიურად მიმდინარეობს მისთვის სამზადისი.

ნახეთ: საოჯახო ვიდეო, რომელშიც ბიონსეს შვილი, ბლუ აივი დედის გვერდით მღერის

8 წლის ბლუ აივიმ ხელების დაბანის აუცილებლობის საჩვენებლად ექსპერიმენტი ჩაატარა

"ჩემი ბლუ დიდებული ვიზაჟისტია. მან ბებია ჩონჩხად მაქცია", - წერს თინა ნოულსი სოციალურ ქსელში.

თინას გამომწერებმა პოსტის კომენტარებში გოგონას საქებარი სიტყვები არ დაიშურეს:

"არსებობს რაიმე, რისი კეთებაც ბლუს არ შეუძლია?".

"კინოინდუსტრიას მომავალი ვიზაჟისტი ეზრდება. მისი ასაკის გათვალისწინებით საკმაოდ კარგი ნამუშევარია".

"ბლუ იმაზე პროფესიონალურად მუშაობს, ვიდრე ჩვენი უმეტესობა", - წერენ ინსტაგრამის მომხმარებლები.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბლუ აივის ბებია აღნიშნავს, რომ გოგონას მაკიაჟის კეთების ნიჭი აქვს.

"მამამისს ელდა ეცა, ბლუს იმდენი კოსმეტიკა ვუყიდე. ამით ისე ვერთობით. ნამდვილი ვიზაჟისტია. განსაკუთრებით კარგად თვალის ფანქრით შეღებვა გამოსდის. პატარა ხელოვანია", - აღნიშნა შარშან Entertainment Tonight-თან საუბარში თინა ნოულსმა.

მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი წყვილის, ბიონსესა და ჯეი ზის ქალიშვილი სიმღერითაც არის გატაცებული. მისი დებიუტი რეპერის 2017 წლის ალბომში 4:44 შესული ტრეკით Blue's Freestyle შედგა, რომელშიც ის მამასთან ერთად რეპავს. ბლუ აივი ანიმაციური ფილმის The Lion King რიმეიქის საუნდტრეკების ალბომში The Lion King: The Gift წარმოდგენილი კომპოზიციის Brown Skin Girl ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელიცაა, რისთვისაც 2019 წელს ღონისძიებაზე Soul Train Awards პირველი ჯილდო მიიღო წლის ჩანაწერის კატეგორიაში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული