Thumbnail

ბილი აილიშის პაპარაცულ ფოტოებს თაყვანისმცემლების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში პაპარაცებმა ახლახან ლოს ანჯელესის ქუჩებში შენიშნეს. ფოტოებში 18 წლის არტისტს Yeezy-ს 55-დოლარიანი ჩუსტები, Gucci-ს წინდები, შორტები და ტანზე მომდგარი მაისური აცვია.

► ბილი აილიში: ჩემი სხეული არ გინახავთ, მაგრამ მაინც განმსჯით. რატომ?

► ბილი აილიში: კაბა რომ ჩავიცვა, ამაზეც გამაკრიტიკებენ

სურათებს გოგონას თაყვანისცემლების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი მათგანი ბილის ფანგვერდებს ფოტოების აღებისკენ მოუწოდებდა.

"იმედია, ამ ფოტოებს წაშლი".

"გთხოვ, წაშალე".

ზოგი კი წერს, რომ ამ კადრებში ცუდი არაფერია და მათი ხილვა არც ბილის გააღიზიანებს.

"ყველა, ვინც ამ სურათების წაშლას ითხოვს, ბილის ნამდვილი ფანი არ არის, რადგან ის არც კი უსმენს მას და არ იცის, რა ღირებულებები აქვს. მაგრამ სხვას რას უნდა ელოდო ბავშვებისგან?".

"ის პირდაპირ ანათებს, ძალიან ნიჭიერი, ბრწყინვალე, მხიარული, კეთილი, კრეატიული, იდუმალი, შთამაგონებელი, მიმზიდველი, ქარიზმატული ქალღმერთია, რომელიც მსოფლიოში ცვლილებებს იწვევს".

"რატომ უნდა წავშალო ეს ფოტოები? საქმე მის სხეულშია? სულელები ხართ, ამის გამო თუ ბრაზდებით. ბილის ასეთი რაღაცები არ ადარდებს. თქვენ მისით და მისი სხეულით უნდა ამაყობდეთ. როცა შენზე სიბინძურეებს ლაპარაკობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი სხეული უნდა დამალოთ", - წერს ბილის ერთ-ერთი ფანგვერდი arabsbillie მოთხოვნის პასუხად, რომ სურათი უნდა წაიშალოს.

ბილი აილიშმა, რომელიც ძირითადად დიდი ზომის სამოსს ატარებს და საკუთარი სხეულის ფორმებს მალავს, რამდენიმე თვის წინ იუთუბზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი Not My Responsibility გაავრცელა, რომელშიც ტანსაცმელს ნელ-ნელა იხდის და საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკულ შეხედულებებზე საუბრობს.

"თქვენ აფასებთ ჩემს მოსაზრებებს, მუსიკას, ტანსაცმელს, სხეულს. ზოგს სძულს, რაც მაცვია, ზოგს კი მოსწონს, ზოგი თვლის, რომ უნდა დამცინოს ჩაცმულობის გამო. ვგრძნობ, როგორ მაკვირდებით, მაშტერდებით, როგორ მიწუნებთ - თქვენს ამ შეხედულებებს რომ ყურადღებას ვაქცევდე, მოძრაობის უნარს დავკარგავდი. გინდათ, რომ უფრო გამხდარი ვიყო? სუსტი? მაღალი? მშვიდი? გინდა, გამოგიწვიოს ჩემმა მხრებმა, გულმკერდმა, მუცელმა თუ თეძოებმა? სხეული, რომელშიც დავიბადე, არაა ისეთი, როგორიც გინდოდა, ყოფილიყო? თუ მაცვია ის, რაც კომფორტულია, ქალი არ ვარ. თუ სამოსს ვიხდი, ბო*ი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ჩემი ტანი არ გინახავთ, მაინც განმსჯით. რატომ?", - ამბობს ბილი ვიდეოში.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული