Thumbnail

დევიდ ბოუის სიმღერის The Man Who Sold the World ალტერნატიული ვერსია გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი გერმანულ-ბრიტანული ლეიბლი Parlophone ლეგენდარული მუსიკოსის, დევიდ ბოუის კომპოზიციის The Man Who Sold the World რემიქსს ავრცელებს. სიმღერის ალტერნატიულ ვერსიაზე ამერიკელმა პროდიუსერმა, ტონი ვისკონტიმ იმუშავა.

ნახეთ: დევიდ ბოუის შესახებ გადაღებული ფილმიდან პირველი კადრები გავრცელდა

სინგლი ბოუის რიგით მესამე ალბომის The Man Who Sold the World განახლებულ ვერსიაში იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ლეიბლი, ჩანაწერის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავდაპირველი დასახელებით Metrobolist და გარეკანით გამოაქვეყნებს. ნამუშევარი გაყიდვაში 6 ნოემბერს ჩაეშვება.

დევიდ ბოუიმ შემოქმედებითი კარიერა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არტისტმა სიცოცხლის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, რაც მას თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად აქცევს. Space Oddity-სა და სხვა არაერთი ჰიტის ავტორი 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული