Thumbnail

Mannequin Pussy-მ Rilo Kiley-ს ტრეკი The Execution of All Things დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ფილადელფიური პანკ როკ ჯგუფი Mannequin Pussy კალიფორნიული ინდი როკ ბენდის Rilo Kiley კომპოზიციის The Execution of All Things ქავერ ვერსიას ავრცელებს. სინგლი კომპილაციურ ალბომში No Bad Words For The Coast Today იქნება წარმოდგენილი, რომელიც 16 ნოემბერს გამოიცემა. ჩანაწერი რილო ქილის რიგით მეორე სტუდიურ ნამუშევარში The Execution of All Things შესული სიმღერების ქავერებს გააერთიანებს.

მოუსმინეთ: Sad13-მა Rilo Kiley-ის კომპოზიციის Paint's Peeling ქავერი გაავრცელა

ბენდმა Mannequin Pussy შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. 2014 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Gypsy Pervert გამოსცეს. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა კიდევ ერთი სტუდიური ნამუშევარი Romantic გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული