Thumbnail

ჰიპ ჰოპის ქვემიმდინარეობის, თრეფის ერთ-ერთი პიონერი, ჯორდან მაიკლ ჰიუსტონი, ფსევდონიმით Juicy J, მსმენელს ახალი კომპოზიციით LOAD IT UP დაუბრუნდა. ოსკაროსანი არტისტის ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა NLE Choppa მონაწილეობს. ნამუშევრის ერთ-ერთი პროდიუსერი თავად მემფისელი შემსრულებელი გახლავთ. ტრეკი ჯუსის მომავალი ალბომის The Hustle Continues სინგლია.

ნახეთ: Juicy J x Wiz Khalifa - Gat Damn High

Juicy J: სამი იარაღი სულ თან მაქვს და საჭიროების შემთხვევაში გავისვრი კიდეც

მოუსმინეთ: THEY. x Juicy J - STCU

ჯორდანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1987 წელს ჰიპ ჰოპ კოლექტივში Three 6 Mafia დაიწყო, რომლის წევრებიც, მის გარდა, Lord Infamous და DJ Paul იყვნენ. ჯგუფი რეპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა. 2006 წელს ოსკარის დაჯილდოების 78-ე ცერემონიაზე, სამხრეთელმა მუსიკოსებმა ნომინაციაში "საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკი" გაიმარჯვეს. ჯგუფმა კომპოზიცია It`s Hard Out Here For Pimp ფილმისთვის Hustle & Flow შეიქმნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული