Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსი, იოლანდა ქუართი, სასცენო სახელით Yola, ახალ კომპოზიციას Hold On ავრცელებს. ჩანაწერში ამერიკელი არტისტი შერილ ქროუ, ქანთრი შემსრულებელი ჯეისონ ისბელი და ჯგუფ The Highwomen-ის წევრები: ბრენდი კარლაილი და ნატალი ჰემბი მონაწილეობენ. ტრეკის ინსტუმენტალის ავტორი კი ექვსი გრემის მფლობელი პროდიუსერი, დეივ კობი გახლავთ.

იოლანდა ქუართიმ შემოქმედებითი კარიერა 2003 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ მან ჯგუფი Phantom Limb შექმნა. ბენდთან ერთად მუსიკოსმა 4 სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა. 2013 წელს კი კოლექტივი დაიშალა. ექვს წელიწადში არტისტმა სადებიუტო სოლო ალბომი Walk Through Fire გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული