Thumbnail

ნახეთ: საჩუქარი, რომელიც ქარდი ბიმ კაილი ჯენერისგან დაბადების დღეზე მიიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტ ქარდი ბის 11 ოქტომბერს 28 წელი შეუსრულდა. მუსიკოსმა არაერთი ძვირფასი საჩუქარი მიიღო მდიდარი მეგობრებისგან, მათ შორის 23 წლის ტელევარსკვლავ კაილი ჯენერისგან. ამ უკანასკნელმა მას "ჰერმესის" Birkin-ის ჩანთა უსახსოვრა. ვიდეო ქარდიმ ინსტაგრამის სთორიში გააზიარა.

ქარდი ბის კლიპიდან WAP კაილი ჯენერის ამოჭრას მოითხოვენ

"შეხედეთ, ეს Birkin-ის ჩანთაა. დიდი მადლობა, კაილი", - ამბობს ქარდი ვიდეოში.

აღსანიშნავია, რომ ჰიპ ჰოპ მუსიკოსმა კაილი თავისი კომპოზიციის WAP ვიდეორგოლში გადაიღო. კლიპი მიმდინარე წლის აგვისტოში გავრცელდა.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული