Thumbnail

ნახეთ: Yelawolf-მა ვიდეორგოლი Lightning გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ალაბამელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაიკლ ათამ, ფსევდონიმით Yelawolf, კომპოზიციაზე Lightning გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ნამუშევრის პროდიუსერი Mike Hartnett გახლავთ. ტრეკი სამხრეთელი მუსიკოსის ბოლო ალბომის Ghetto Cowboy ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: Yelawolf ალბომს Ghetto Cowboy ავრცელებს

ნახეთ: Yelawolf ვიდეორგოლს You And Me ავრცელებს

ნახეთ: Yelawolf ვიდეორგოლს Opie Taylor ავრცელებს

მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომს CreekWater, რომელიც არტისტმა თავად გაავრცელა, წარმატება არ მოჰყოლია. თუმცა, მუსიკოსის შემდეგი სტუდიური ჩანაწერის Radioactive პრომოუშენსა და დისტრიბუციაზე უკვე ცნობილმა ლეიბლმა Interscope იზრუნა. შემსრულებლის საუკეთესო ნამუშევრად Love Story ითვლება, რომელიც ჰიპ ჰოპის, როკისა და ქანთრი მუსიკის სინთეზია. 2011-17 წლებში რეპერი ლეგენდარული ემინემის გაერთიანების, Shady Records-ის წევრი გახლდათ. მან კოლექტივის კომპილაციურ ალბომში Shady XV მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული