Thumbnail

ნახეთ, რა სიურპრიზი მოუწყო დაბადების დღეზე ქარდი ბის ოფსეტმა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი 11 ოქტომბერს 28 წლის გახდა. რეპერმა ლას ვეგასში ხალხმრავალი წვეულება გამართა, რომელსაც, დაშორების მიუხედავად, ქმარი, რეპერი Offset დაესწრო. მანამდე ქარდიმ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ოფსეტის მიერ მოწყობილ სიურპრიზს ასახავს. ავტომობილით მიმავალმა შემსრულებელმა ერთ-ერთ ქუჩაზე ბანერი შენიშნა, რომელზეც შვილთან ერთად არის აღბეჭდილი.

Cardi B: ვერ დაველოდებოდი, Offset კიდევ როდის მიღალატებდა

"გილოცავ დაბადების დღეს, დედიკო, სიყვარულით, ქალჩერი", - ეწერა ბანერზე.

View this post on Instagram

Thank you sir 😏😏😏I love it

A post shared by Cardi B (@iamcardib) on

წვეულებაზე კი ქარდიმ ოფსეტისგან ავტომობილი Rolls Royce Cullinan მიიღო საჩუქრად. კადრებში ჩანს, როგორ აჯილდოებს გახარებული მუსიკოსი პარტნიორს კოცნით.

მანამდე ოფსეტმა ინსტაგრამზე დაწერა:

"დაბადების დღეს გილოცავ, საოცარი და საუკეთესო ქალი ხარ. მე და ქალჩერი შენით ვამაყობთ. ყველა დაბრკოლება გადალახე და ჩაძინებული მსოფლიო გამოაღვიძე. მადლობა, რომ შენს შესაძლებლობებს 1000%-ით იყენებ და ცხოვრებით ტკბები. ძალიან იღბლიანი ვარ".

დაბადების დღის კადრებიდან ირკვევა, რომ წყვილმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ განქორწინება ჰქონდა გადაწყვეტილი, მთელი დღე ერთად გაატარა.

დღის ბოლოს ქარდიმ მილოცვებისთვის მადლობა გადაიხადა, ოფსეტთან სავარაუდო შერიგებაზე კი არაფერი უთქვამს.

"მადლობა, თქვენგან დიდი სიყვარული მივიღე", - დაწერა არტისტმა.

ქარდიმ და ოფსეტმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ 2018 წელს საერთო შვილი, ქალჩერი შეეძინათ. იმავე წლის დეკემბერში მუსიკოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქმარს ღალატის გამო შორდებოდა. 2019 წლის თებერვალში, ოფსეტის მრავალი მცდელობის შემდეგ, წყვილი შერიგდა. ერთი თვის წინ, ქარდიმ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა, შემდეგ კი არაერთხელ აღნიშნა, რომ "ოფსეტთან" ურთიერთობა საბოლოოდ დაასრულა და მასთან შერიგებას აღარ აპირებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული