Thumbnail

Linkin Park-მა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერის Pictureboard დემო ვერსია გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა Linkin Park აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციის Pictureboard დემო ვერსია გაავრცელა. ტრეკი ბენდის სადებიუტო ალბომის Hybrid Theory დელუქს გამოცემაში შევიდა, რომელიც ჩანაწერის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს გამოუშვეს.

ნახეთ: Linkin Park-მა სიმღერის In The End დემო ვერსია გაავრცელა

ნახეთ: Linkin Park-ის 250-ზე მეტი თაყვანისმცემელი In The End-ს ასრულებს

ნახეთ: Linkin Park-ის წევრები ჯგუფის 2001 წელს გამართულ კონცერტს განიხილავენ

ტრეკი ბენდმა იმ პერიოდში ჩაწერა, როდესაც ჯგუფს ჯერ კიდევ Xero ერქვა. კოლექტივს სიმღერა კარიერის დასაწყისში ცოცხლად რამდენჯერმე აქვს შესრულებული.

Linkin Park კალიფორნიაში 1996 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა წარმატებას სადებიუტო ალბომის Hybrid Theory გამოსვლისთანავე მიაღწია. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 70 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. კოლექტივს გრემის ჯილდო 2-ჯერ აქვს მოპოვებული. 2017 წელს "ლინკინ პარკის" ვოკალისტმა, ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული