ამერიკულმა ჯგუფმა The Smashing Pumpkins ორი ახალი კომპოზიცია Anno Satana და Birch Grove გაავრცელა. ნამუშევრები კოლექტივის მომავალ, ორმაგ ალბომში CYR იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 27 ნოემბერს ჩაეშვება. აღსანიშნავია, რომ Anno Satana ბენდის ფრონტმენის, ბილი კორგანის ანიმაციური მინი სერიალის In Ashes მესამე ეპიზოდის საუნდტრეკია.
► მოუსმინეთ: The Smashing Pumpkins - Addict | Wrath
The Smashing Pumpkins ჩიკაგოში 1988 წელს ჩამოყალიბდა. დაარსებიდან დღემდე ჯგუფს 30 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: 1979, Bullet with Butterfly Wings და Tonight, Tonight.
კომენტარები