Thumbnail

მოუსმინეთ: ტრევის სკოტის ტრეკები Blunt Talk და Niagara Falls გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სინგლის Franchise ალტერნატიული ვერსიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ჰიუსტონელმა მუსიკოსმა, ტრევის სკოტმა თაყვანისმცემლებს კიდევ ორი ახალი კომპოზიცია შესთავაზა. მედიაპლატორმის Apple Music გადაცემაში .WAV RADIO გავლენიანმა არტისტმა გამოუქვეყნებელი ტრეკები Blunt Talk და Niagara Falls გააჟღერა. ჩანაწერები მოგვიანებით იუთუბზეც აიტვირთა.

ტრევის სკოტმა მომავალი ალბომის UTOPIA შესახებ მსმენელს კიდევ ერთხელ მიანიშნა

მოუსმინეთ: ტრევის სკოტმა ჰიტის Franchise ალტერნატიული ვერსია გამოაქვეყნა

ნახეთ: ტრევის სკოტმა კლიპი FRANCHISE გამოაქვეყნა

კომპოზიციაში Blunt Talk პოპულარული მუსიკოსი Bryson Tiller მონაწილეობს. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ტრევისის მიერ ჩამოყალიბებული ჰიპ ჰოპ გაერთიანების JACKBOYS წევრის, Chase B-ის თქმით, კოლეგებმა ჩანაწერზე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ითანამშრომლეს.

მეორე ნამუშევარში Niagara Falls კი ტრევისთან ერთად პოპულარული ატლანტელი კოლეგები 21 Savage და Metro Boomin მონაწილეობენ. ეს უკანასკნელი ტრეკის ბითის ავტორია.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია. ტრევისი ლეიბლის Cactus Jack დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული