Thumbnail

ნახეთ: 21 Savage და Metro Boomin კლიპში My Dawg

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ატლანტელი კოლეგები, შაია აბრაამ-ჯოზეფი, ფსევდონიმით 21 Savage და ლელანდ ტაილერ უეინი, სასცენო სახელით Metro Boomin, მსმენელს კომპოზიციაზე My Dawg გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობენ. ჩანაწერი მუსიკოსების ახალგავრცელებული კოლაბორაციული ალბომის Savage Mode II სინგლია.

ნახეთ: 21 Savage და Metro Boomin კლიპში Runnin

21 Savage: ჯეი ზიმ მითხრა, ფული არ მინდა, ვალი შენი კარგი ადამიანობით დამიბრუნეო

მორგან ფრიმენმა განმარტა, რატომ მიიღო ალბომში Savage Mode II მონაწილეობა

ატლანტელი არტისტები, რომლებსაც ჰიპ ჰოპის მეინსტრიმში ადგილი მყარად უჭირავთ, კარიერის ადრეული ეტაპიდანვე თანამშრომლობენ. 2016 წელს გავრცელებულმა Savage Mode შემსრულებლებს საყოველთაო აღიარება მოუტანა. არაერთი ჰიტის მქონე მუსიკოსებმა 2017 წელს ოფიციალური მიქსტეიპი Without Warning გამოაქვეყნეს. სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წელს მუსიკოსები მსმენელს "სევიჯ მოუდის" მეორე ნაწილით დაუბრუნდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული