Thumbnail

ჯენიფერ ლოპესის შვილი: დედაჩემის ქორწილში ამ სიმღერას შევასრულებ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ჯენიფერ ლოპესის 12 წლის შვილმა, ემამ E! News-ის თოქ-შოუს Daily Pop ახალ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. როგორც გოგონამ გადაცემაში ჩართვისას აღნიშნა, ჯერ ისევ ფიქრობს, რომელ სიმღერებს შეასრულებს დედამისისა და ბეისბოლის ვარსკვლავის, ალექს როდრიგესის ქორწილში, რომლის გადადებაც წყვილს კორონავირუსის პანდემიის გამო მოუხდა.

"მსოფლიოში საუკეთესო დედა ხარ" - ჯენიფერ ლოპესს შვილმა სიურპრიზი დაახვედრა

ჯენიფერ ლოპესი: გული მწყდება, რომ მე და ალექსს საქორწილო გეგმები ჩაგვეშალა

"ერთი სიმღერა, რომელსაც, სავარაუდოდ, შევასრულებ, მე და დედას გვიკავშირდება, მაგრამ ვფიქრობ ისეთ კომპოზიციაზეც, რომელიც მასთან და ალექსთან იქნება ახლოს. მე და დედას You Are My Sunshine გვაკავშირებს, რადგან მას ძილის წინ მიმღეროდა", - თქვა ემამ ჩანაწერზე, რომელიც ქანთრი მუსიკოსის და პოლიტიკოსის, ჯიმი დევისის შესრულებით გახდა პოპულარული 1940 წელს.

51 წლის ჯენიფერი და 45 წლის ალექსი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ წყვილი ოფიციალურად დაინიშნა. ჯეილოს წინა ქორწინებიდან 12 წლის ტყუპები - ემა და მაქსი ჰყავს, ალექსი კი ორი გოგონას, ნატაშას და ელას მამაა.

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი შვილებთან ერთად

აღსანიშნავია, რომ ემა დედის მსგავსად სიმღერით არის გატაცებული. გოგონამ წელს აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალურ მატჩზე Super Bowl მოწყობილ გრანდიოზულ შოუზე ჯეილოსთან ერთად სიმღერა Let's Get Loud შეასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული