Thumbnail

მორგან ფრიმენმა განმარტა, რატომ მიიღო ალბომში Savage Mode II მონაწილეობა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის გამორჩეული წარმომადგენლების, 21 Savage-ისა და Metro Boomin-ის ახალგავრცელებული ალბომის 'Savage Mode II' მოსმენისას მუსიკოსების თაყვანისმცემელთა გაკვირვება სტუდიურ ნამუშევარში სახელოვანი მსახიობის, მორგან ფრიმენის გამოჩენამ გამოიწვია. ოქროს გლობუსისა და ოსკარის მფლობელი არტისტი ჩანაწერის ინტროსა და ანტრაქტში Snitches & Rats მონაწილეობს.

მოუსმინეთ: 21 Savage და Metro Boomin ალბომს Savage Mode II ავრცელებენ

ნახეთ: 21 Savage და Metro Boomin კლიპში Runnin

"რიგითი მოქალაქე, რომელიც დანაშაულს შეესწრება და პოლიციაში დარეკავს, ჩამშვები ან ვირთხა არ არის. ჩამშვები და ვირთხაც არ არის ერთი და იგივე. ჩამშვები სხვის საქმეებში იქექება, რათა მოპოვებული ინფორმაციით ივაჭროს. ვირთხა კი მოღალატეა - ჩაიფიქრებს, გეგმავს და ახორციელებს. ის არ ყიდის საიდუმლოებს ძალაუფლებასა თუ ფულისთვის, ახლობელ ადამიანებს ღალატობს, რათა თავისი ლაჩარი ტრა*ი გადაარჩინოს. განსხვავება ისაა, რომ ჩამშვები ადამიანი მაინცაა, ვირთხა კი ვირთხაა, წერტილი", - კითხულობს მსახიობი ჩანაწერში Snitches & Rats.

"A regular citizen who reports seeing a crime isn't a "snitch" or a "rat," the criminals were just sloppy
Snitches and rats are not the same thing, let me break it down to make sure y'all see what I mean
A "snitch" is someone minding other folks' business. To find information they can sell for a price or trade for some other form of compensation. A "rat" is a traitor, a conceiver, planner, or physical participator. He doesn't sell secrets for power or cash, he betrays the trust of his team or his family hoping to save his own cowardly ass. The difference is, at least a snitch is human, but a rat is a fuckin' rat, period".

გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში მორგანმა, რომელმაც მაყურებელს თავი დადებითი პერსონაჟებით დაამახსოვრა, განაცხადა, რომ სურდა, ისეთ პროექტში მიეღო მონაწილეობა, რომელშიც, უბრალოდ, პოზიტიური ადამიანი აღარ იქნებოდა.

"როდესაც ტექსტი წავიკითხე, გავიფიქრე, აქ რაღაც ბრძნული წერია-მეთქი. რაც მთავარია, მას სრულად ვეთანხმები", - დასძინა მსახიობმა.

ატლანტელი არტისტები, რომლებსაც ჰიპ ჰოპის მეინსტრიმში ადგილი მყარად უჭირავთ, კარიერის ადრეული ეტაპიდანვე თანამშრომლობენ. 2016 წელს გავრცელებულმა Savage Mode შემსრულებლებს საყოველთაო აღიარება მოუტანა. არაერთი ჰიტის მქონე მუსიკოსებმა 2017 წელს ოფიციალური მიქსტეიპი Without Warning გამოაქვეყნეს. სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წელს მუსიკოსები მსმენელს "სევიჯ მოუდის" მეორე ნაწილით დაუბრუნდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული