Thumbnail

Cardi B: უქმრო, ცუდი და მდიდარი ქალი ვარ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი თავისი TikTok გვერდისთვის საჰელოუინე ვიდეოებზე მუშაობდა, როდესაც გადასაღები მოედნიდან ინსტაგრამზე ფოტოები გაავრცელა.

"ცრემლიც არ ჩამომვარდნია" - Cardi B-მ რეპერ Offset-თან განქორწინებაზე პირველად ისაუბრა

"უქმრო, ცუდი და მდიდარი ქალი ვარ. ყველაფერს ვაკონტროლებ", - წერს მუსიკოსი ერთ-ერთი სურათის აღწერაში.

View this post on Instagram

Single,bad and rich.I do the controlling.

A post shared by Cardi B (@iamcardib) on

"შეწყვიტეთ სულელურ შეთქმულების თეორიებზე საუბარი. კოსტიუმები მხოლოდ TikTok ვიდეოებისთვის მაცვია", - აღნიშნავს რეპერი.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული