Thumbnail

კიმ კარდაშიანი იხსენებს, როგორ უვლიდა კორონავირუსით ინფიცირებულ ქანიე ვესთს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა ჟურნალ GRAZIA-სთან ინტერვიუში დაადასტურა მისი ქმრის, რეპერ ქანიე ვესთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსი ჯერ კიდევ თებერვალში გადაიტანა. უცნობია, მუსიკოსს ვირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, თუ მხოლოდ წყვილის ვარაუდია, რომ ის ინფიცირებული იყო.

კიმ კარდაშიანი Master P-ის ძმის, რეპერ C-Murder-ის ციხიდან დახსნას შეეცდება

სიმღერა, რომლის გამოშვებაც კიმ კარდაშიანმა ინანა

"ქანიეს კორონავირუსი თავიდანვე დაემართა, როცა ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რა ხდებოდა. ეს ისეთი შიშისმომგვრელი და გაურკვეველი რამ იყო. სახლში ოთხ ბავშვთან ერთად ვიმყოფებოდი და არავინ მყავდა დამხმარე. მისი ზეწრების გამოცვლა მიწევდა, საწოლიდან წამოდგომაში ვეხმარებოდი, როცა თავს ცუდად გრძნობდა. ნამდვილი გამოწვევა იყო, რადგან ამ ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდით. თეთრეულის გამოსაცვლელად ხელთათმანებითა და პირბადით შევდიოდი, საშინელი დღეები გამოვიარე", - იხსენებს კიმი.

ქანიე ვესთმა ივლისში ბიზნესჟურნალ Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსი გადაიტანა:

"ციება, საწოლში კანკალი, ცხელი შხაპი და ვიდეოების ყურება, რომლებშიც მასწავლიდნენ, როგორ უნდა გავმკლავებოდი ამ ყველაფერს. მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, დრეიქს აქვს კორონავირუსიო, ჩემი პასუხი იყო - ის ვერ იქნება იმაზე ავად, ვიდრე მე".

ამავე ინტერვიუში ქანიე კორონავირუსის ვაქცინის შექმნის წინააღმდეგ გამოვიდა და მას "მცეხის ნიშანი" უწოდა.

"მხეცის ნიშანია" - ქანიე ვესთი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის წინააღმდეგია

კიმი და ქანიე 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ოთხი შვილი: ნორთი, სენთი, ჩიკაგო და ფსალმი ჰყავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული