Thumbnail

მოუსმინეთ: ჯეი ელექთრონიქამ 8 წლის წინ დაანონსებული ალბომი გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა ლუიზიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტიმოთი ტედფორდმა, ფსევდონიმით Jay Electronica, რომელმაც მიმდინარე წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი A Written Testimony ჩაუშვა, მსმენელს დღემდე გამოუქვეყნებელი სტუდიური ჩანაწერი Act II: The Patents Of Nobility (The Turn) შესთავაზა. სამხრეთელმა ემსიმ ნამუშევარი ჯერ კიდევ 2012 წელს დააანონსა.

► მოუსმინეთ: Jay Electronica სადებიუტო ალბომს ავრცელებს 

► ნახეთ: Jay Electronica-ს ალბომის გარეკანზე ბიონსეს აუზია გამოსახული 

ჯეი ელექთრონიქას ალბომი 16 კომპოზიციას აერთიანებს. მათზე მუშაობისას ტიმოთიმ ისეთ ცნობილ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Jay-Z, Kanye West, P. Diddy, The-Dream, Charlotte Gainsbourg და Serge Gainsbourg.

აღსანიშნავია, რომ რეპერი ნამუშევრის გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო, თუმცა, ჩანაწერმა ინტერნეტში მაინც გაჟონა. ამის შემდეგ ჯეის ალბომის სტრიმინგ პლატფორმებზე ატვირთვა მოუწია.

"ვცდილობდი, რომ ნამუშევრის გამოქვეყნება დამებლოკა, მაგრამ ალაჰს უკეთესი გეგმები აქვს", - დაწერა მუსიკოსმა ტვიტერის პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაშალა.

ჯეი ელექთრონიქამ რეჩიტატივის კითხვა ლეგენდარული ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის,  ელ ელ ქულ ჯეის ინსპირაციით, 10 წლის ასაკში დაიწყო. სცენაზე ლუიზიანელი არტისტი 1995 წლიდან გამოჩნდა. რეპერმა, პროდიუსერმა და სონგრაითერმა პირველი მიქსტეიპი Act I: Eternal Sunshine (The Pledge) 2007 წელს გამოსცა. მან ჩანაწერზე ცნობილ არტისტ ერიკა ბადუსთან ერთად იმუშავა. 25-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის შემდეგ, ვეტერანმა სამხრეთელმა 2020 წელს სადებიუტო ალბომი A Written Testimony გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული