Thumbnail

შემოქმედებითი გაერთიანება LTFR ვიდეორგოლთან ერთად, ნორვეგიაში მცხოვრები მუსიკოსის, კოკა ნიკოლაძის, სასცენო სახელით Koka, ახალ კომპოზიციას Pow! ავრცელებს. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი თავად კოკა გახლავთ.

მულტიინსტრუმენტალისტმა და კომპოზიტორმა, კოკა ნიკოლაძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2012 წელს მან ფრანც კაფკას მიხედვით პირველი ოპერა Vor dem Gesetz (კანონის წინაშე) დაწერა. თანამედროვე კლასიკურ მუსიკაში მოღვაწე არტისტი კომპოზიციებს საკუთარი ხელით აწყობილი ინსტრუმენტებითა და სხვადასხვა ნივთის გამოყენებით ქმნის. კოკა ნიკოლაძეს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის, სარდის თეატრალურ ფესტივალზე საუკეთესო თეატრალური კომპოზიტორის კატეგორიაში.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული