Thumbnail

ნახეთ: 21 Savage და Metro Boomin კლიპში Runnin

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული ალბომის Savage Mode II პრომოუშენის ფარგლებში, ატლანტელი კოლეგები, შაია აბრაამ-ჯოზეფი, ფსევდონიმით 21 Savage და ლელანდ ტაილერ უეინი, სასცენო სახელით Metro Boomin, მსმენელს სინგლზე Runnin გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობენ. მეთრომ ტრეკის ინსტრუმენტალში ლეგენდარული დაიანა როსის 1976 წლის ჩანაწერის I Thought It Took A Little Time სემპლი გამოიყენა.

21 Savage: ჯეი ზიმ მითხრა, ფული არ მინდა, ვალი შენი კარგი ადამიანობით დამიბრუნეო

Metro Boomin: რეპერები ხარისხიანი მუსიკის შექმნას აღარ ცდილობენ

ატლანტელი არტისტები, რომლებსაც ჰიპ ჰოპის მეინსტრიმში ადგილი მყარად უჭირავთ, კარიერის ადრეული ეტაპიდანვე თანამშრომლობენ. 2016 წელს გავრცელებულმა Savage Mode შემსრულებლებს საყოველთაო აღიარება მოუტანა. არაერთი ჰიტის მქონე მუსიკოსებმა 2017 წელს ოფიციალური მიქსტეიპი Without Warning გამოაქვეყნეს. სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წელს მუსიკოსები მსმენელს "სევიჯ მოუდის" მეორე ნაწილით დაუბრუნდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული