Thumbnail

რატომ ვერ იცნო პოლ მაკკარტნიმ რიანასთან და ქანიესთან ერთად ჩაწერილ ტრეკში თავისი პარტია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ გამოცემა Billboard-თან ინტერვიუში ბარბადოსელ პოპვარსკვლავ რიანასა და ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთთან ერთად 2015 წელს ჩაწერილი კოლაბორაციული ნამუშევარი FourFiveSeconds გაიხსენა. მისი თქმით, როდესაც კომპოზიცია მოისმინა, თავისი პარტია ვერც კი იცნო.

პოლ მაკკარტნი: ძალიან მეტკინებოდა გული, ჯონთან შერიგება რომ ვერ მომესწრო

პოლ მაკკარტნი: ახლაც - როდესაც ახალ სიმღერას ვქმნი, ვფიქრობ, ჯონი როგორ შეაფასებდა

პოლ მაკკარტნის სიმღერა, რომელიც რადიოსადგურებმა დაბლოკეს

"ვიჯექი და ჩემთვის გიტარაზე ვუკრავდი. არავის უთქვამს, რომ ამ ჩანაწერისგან კომპოზიცია უნდა შეექმნა. თუმცა, მოგვიანებით ის რიანას ტრეკში FourFiveSeconds გამოიყენეს. მოვისმინე და შევიცხადე - მე სად ვარ-მეთქი? პროდიუსერებმა ჩემი პარტიის საკვანძო ნაწილი ისე შეცვალეს, რომ ჩემი დაკრული ვერ ამოვიცანი. სწორედ ეს არის თანამედროვე მიდგომა და მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფერს მოვერგე. ბევრი მასალა გიგროვდება და არსებობს ადამიანი, ვინც მას დაამუშავებს და დახვეწს. ძალიან კარგი სიმღერა გამოვიდა", - ამბობს პოლი.

კომპოზიციამ FourFiveSeconds გამოსვლისთანავე კრიტიკოსების მოწონება და კომერციული წარმატება დაიმსახურა. ნამუშევარი ისეთმა არტისტებმა დააქავერეს, როგორებიც არიან: დრეიქი და ჯეიმს ბეი.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. მათ შორის უკანასკნელი Egypt Station მაკკარტნიმ 2018 წლის 7 სექტემბერს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული