Thumbnail

ნახეთ: Linkin Park-მა სიმღერის In The End დემო ვერსია გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა, Linkin Park-მა სადებიუტო ალბომის Hybrid Theory 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩანაწერში შესული ჰიტის In The End დემო ვერსია ოფიციალურად გაავრცელა. ბენდი 9 ოქტომბერს Hybrid Theory-ს დელუქს ვერსიასაც გამოსცემს.

Linkin Park-ის ჰიტის In the End კლიპის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

In The End "ლინკინ პარკის" სადებიუტო ალბომში Hybrid Theory არის წარმოდგენილი, რომელიც 2000 წელს გამოიცა. კომპოზიციამ გამოსვლისთანავე კრიტიკოსებისა და მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერა კოლექტივის ვოკალისტს, ჩესტერ ბენინგტონს არ უყვარდა და მისი ჩანაწერში შეტანა არ სურდა.

Linkin Park კალიფორნიაში 1996 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა წარმატებას სადებიუტო ალბომის Hybrid Theory გამოსვლისთანავე მიაღწია. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 70 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. კოლექტივს გრემის ჯილდო 2-ჯერ აქვს მოპოვებული. 2017 წელს "ლინკინ პარკის" ვოკალისტმა, ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული