Thumbnail

მოუსმინეთ: Westside Gunn ალბომს Who Made the Sunshine ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ბუფალოელმა ემსიმ, ელვინ ვორთიმ, ფსევდონიმით Westside Gunn, გაყიდვაში ახალი ალბომი Who Made the Sunshine ჩაუშვა. ჰიპ ჰიპ გაერთიანება "გრიზელდას" დამფუძნებელის სტუდიური ნამუშევარი 11 კომპოზიციას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი ემინემის "შეიდი რექორდსისა" და მსხვილი ლეიბლის, "ინთერსქოუფის" მხარდაჭერით გამოიცა. ალბომზე მუშაობისას განმა არაერთ ვეტერან, გავლენიან თუ ახალგაზრდა კოლეგასთან ითანამშრომლა, მათ შორის არიან: Benny The Butcher, Black Thought, Boldy James, Busta Rhymes, Conway The Machine, Jadakiss, Keisha Plum, Slick Rick, Smoke DZA, Armani Caesar, The Alchemist, Beat Butcha, Daringer და Just Blaze.

ნახეთ: Westside Gunn ალბომის გამოშვებამდე დოკუმენტურ ვიდეოს აქვეყნებს

ვესთსაიდ განმა მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო და ორ წელიწადში საკუთარ ძმასთან, ქანვეისთან ერთად გაერთიანება Griselda ჩამოაყალიბა. კოლექტივის წევრები პირველი ბუფალოელი რეპერები არიან, რომლებმაც კონტრაქტი მსხვილ ლეიბლებთან Shady Records და Roc Nation გააფორმეს. ანდერგრაუნდ ემსის შემოქმედება 20-ზე მეტ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. ხანმოკლე მუსიკალური კარიერის განმავლობაში ელვინმა ისეთ გავლენიან კოლეგებთან მოასწრო თანამშრომლობა, როგორებიც არიან: Madlib, The Alchemist, Dj Muggs, Dj Premier, MF Doom, Eminem, Black Thought, 50 Cent, Pete Rock და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული