Thumbnail

Tekashi 6ix9ine გასახდომი აბებისა და კოფეინის ზედოზირებით საავადმყოფოში მოხვდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ტეკაში სიქსნაინი გასახდომი აბებისა და კოფეინის ზედოზირებით ორი დღის წინ საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ონლაინ პლატფორმას The Shade Room თავად არტისტმა განუცხადა, წონაში კლების მიზნით პრეპარატის რეკომენდირებული დოზა ორმაგი ოდენობით მიიღო, რამაც გულისცემის აჩქარება გამოიწვია. სიტუაცია იმანაც გაამწვავა, რომ მან არაერთი ფინჯანი ყავაც დალია.

Tekashi 6ix9ine: ჩემს თითოეულ პარიკში $15 000-ს ვიხდი

Cardi B-ზე გაკეთებული კომენტარის გამო Tekashi 6ix9ine-მა კრიტიკა დაიმსახურა

Tekashi 6ix9ine იხსენებს, როგორ ატარებდა დროს ციხეში

"ტეკაშის თქმით, ის უკვე სახლშია და თავს კარგად გრძნობს. დღეს სპორტულ ცხოვრებასაც დაუბრუნდა და ირბინა. სიქსნაინი ფლორიდის საავადმყოფოში ორი დღის წინ გადაიყვანეს, რადგან რეკომენდირებული ერთი აბის ნაცვლად, გასახდომი საშულების ორმაგი დოზა მიიღო. ამან გულის აჩქარება და ძლიერი ოფლიანობა გამოიწვია. რეპერის თქმით, სიტუაცია იმანაც გაამწვავა, რომ კომპიუტერთან ჯდომისას მუდმივად ყავას სვამდა. მისივე განცხადებით, ის ნარკოტიკებს არ იღებს, რადგანაც საპატიმროში არ სურს დაბრუნება", - წერს The Shade Room.

როგორც რეპერმა აღნიშნა, გასახდომი აბების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ წონაში მკვეთრად მოიმატა. მისივე თქმით, 11 კილოგრამი უკვე დაიკლო და მანამ არ გაჩერდება, სანამ 68 კგ-მდე არ ჩამოვა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული