Thumbnail

ნიკი მინაჟს პირველი შვილი შეეძინა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულ ჰიპ ჰოპ არტისტ ონიკა მარაჟს, იგივე Nicki Minaj-სა და მის ქმარს, კენეთ პეტის 30 სექტემბერს პირველი საერთო შვილი შეეძინათ. მუსიკოსმა ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ბავშვის სახელი და სქესი წყვილს ჯერჯერობით არ გაუმხელია. წყარო გამოცემა TMZ-ის უყვება, რომ კენეთი მშობიარობასაც დაესწრო.

Cardi B-მ ახალ ინტერვიუში ნიკი მინაჟი შეაქო

ნიკი მინაჟს ტეკაში სიქსნაინთან ტრეკის ჩაწერის გამო კვლავ აკრიტიკებენ

შეგახსენებთ, რომ ნიკიმ ორსულობის შესახებ ინფორმაცია ივლისში გაავრცელა. ამის დამადასტურებლად მან ფოტოებიც გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

#Preggers 💛

A post shared by Barbie (@nickiminaj) on

წყვილმა რომანტიკული ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო, რასაც არტისტის თაყვანისმცემლების კრიტიკა მოჰყვა. პეტი წარსულში ჯერ გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, შემდეგ კი ადამიანის წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ნიკიმ და კენეთმა 2019 წლის ოქტომბერში იქორწინეს.

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული