Thumbnail

მოუსმინეთ: 21 Savage და Metro Boomin ალბომს Savage Mode II ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის გამორჩეული წარმომადგენლები, შაია აბრაამ-ჯოზეფი, ფსევდონიმით 21 Savage და ლელანდ ტაილერ უეინი, სასცენო სახელით Metro Boomin, მსმენელს 4-წლიანი პაუზის შემდეგ, მათი კოლაბორაციული სტუდიური ჩანაწერის Savage Mode მეორე ნაწილით დაუბრუნდნენ, რომელიც 15 კომპოზიციას აერთიანებს. ალბომის ფარგლებში ატლანტელმა კოლეგებმა ითანამშრომლეს არტისტებთან: Drake, Young Nudy, Young Thug, Southside და Zaytoven.

Metro Boomin: რეპერები ხარისხიანი მუსიკის შექმნას აღარ ცდილობენ

ატლანტელი არტისტები, რომლებსაც ჰიპ ჰოპის მეინსტრიმში ადგილი მყარად უჭირავთ, კარიერის ადრეული ეტაპიდანვე თანამშრომლობენ. 2016 წელს გავრცელებულმა Savage Mode შემსრულებლებს საყოველთაო აღიარება მოუტანა. არაერთი ჰიტის მქონე მუსიკოსებმა 2017 წელს ოფიციალური მიქსტეიპი Without Warning გამოაქვეყნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული